24.06.2019

ლეილა ხონელიძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში


სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის მე-5 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებლის


ლეილა ხონელიძის



პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა




წიგნიერების პრობლემები და მისი გაუმჯობესების გზები














2018-2019





სარჩევი

შესავალი -------------------------------------------------------------

კვლევის მიზანი

თავი I -----------------------------------------------------------------
საკითხის მიმოხილვა, პრობლემის ანალიზი, პრობლემის აქტუალურობის დასაბუთება, საკვლევი ჯგუფის დადგენა.
თავი II ----------------------------------------------------------------
ლიტერატურის მიმოხილვა.
თავიIII ---------------------------------------------------------------
საკვლევი კითხვები

თავი IV ---------------------------------------------------------------
მონაცემთა ანალიზი

თავი V---------------------------------------------------------------
გრაფიკები

თავი VI--------------------------------------------------------------
ინტერვენციის დაგეგმვა

თავი VII დასკვნა

ბიბლიოგრაფია

რეფლექსია --------------------------------------


შესავალი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის მე- საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებლის ლეილა ხონელიძის მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიშს.
ნაშრომი შედგება 7 თავისაგან:

I თავში მოცემულია საკვლევი საკითხის აქტუალურობა, კვლევის მიზანი, კვლევის სტრუქტურა;
II. თავში განხილულია ლიტერატურა და მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები; III. თავი მოიცავს საკვლევი საკითხის კითხვებს, კვლევის სამიზნე ჯგუფს,კვლევის მეთოდებს;
IV. თავი ეხება კვლევის შედეგებს , მონაცემთა ანალიზს, ძირითად მიგნებებსა და ინტერვენციებს;
V. თავში განხილულია ინტერვენციის მეთოდები და შეფასება;

VI. თავში აღწერილია კვლევის ჯგუფის რეკომენდაციები და შედეგები;,

VII. თავი არის დასკვნა. კვლევის ანგარიშს თან ახლავს ბიბლიოგრაფია და დანართები.


თავი I

საკითხის მიმოხილვა
: და - ზე თვალშისაცემი მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი დონეა - ის, რომ ჩვენი მოსწავლეები აღარ კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას. ის , რომ წიგნი თითქმის მთლიანად
ჩაანაცვლა კომპიტერმა; ის, რომ უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ამა თუ იმ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი ნახონ, უარეს შემთხვევაში - არც ერთზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა. ის , რომ ჩვენმა ბავშვებმა აღარ იციან , რაა ის სასწაული , როცა წიგნში დაბეჭდილი სიტყვები სახეებად გარდაიქმნება და ამით ისე გარდაიქმნება ჩვენი
ცხოვრება , რომ , როგორც ხულიო ვარგას ლიოსა იტყოდა , „დროისა და სივრცის ბარიერები ემსხვრევა“ და საშუალება გვეძლევა, კაპიტან ნემოსთან ერთად ვიაროთ 20 000 კილომეტრი ზღვის ქვეშ, დარტანიანის, ათოსის ,პორთოსის, არამისის მხარდამხარ
ვიბრძოლოთ დედოფალს დამუქრებულ ინტრიგათა წინააღმდეგ იდუმალი რიშელიეს ხანაში , ჟან გალუანებად გარდაქმნილებმა პარიზის მიწისქვეშეთში ვიბორძიკოთ და მარიუსის უსიცოცხლო სხეული ზურგით ვათრიოთ. ის, რომ ჩვენი მოსწავლეები სულაც არ თვლიან , რომ „ყოველი კარგი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები უკეთესი , ვიდრე იყავი“ ( .დოჩანაშვილი ) და „ჩვენ მიერ წაკითხული კარგი წიგნების გარეშე იმაზე
უარესები ვიქნებოდით, ვიდრე ვართ, უფრო კონფორმისტები, უფრო მშვიდნი, უფრო


მორჩილნი, პროგრესის მმამოძრავებელი კრიტიკული სულისკვეთება კი საერთოდ არ იარსებებდა ‘’ .(მარიო ვარგას ლიოსა ).
პრობლემის აქტუალურობის დასაბუთება
საზოგადოება დიდი მგზნებარებით კიცხავს ახალ თაობას იმის გამო , რომ მისი გარკვეული ნაწილი კითხვაზე მეტ დროს კომპიუტერს უთმობს , მაგრამ ნაკლებად
ცდილობს მოიძიოს ამ სავალალო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები, დაფიქრდეს, რამ გამოიწვია მოსწავლეთა გაუცხოება წიგნების მიმართ, სწორედ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ასამაღლებლადაა საჭირო, საფუძვლიანად იქნეს გამოკვლეული ამ პროცესის შემაფერხებელი მიზეზები,ამიტომაც ჩვენი საკვლევი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია,განსაკუთრებით კი- სიტყვიერების მასწავლებლებისათვის,რადგანაც ამ კვლევის ანალიზის შედეგები დაგვეხმარება ახალი სტრატეგიების შემუშავებასა და
დანერგვაში, რაც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებამდე მიგვიყვანს.

: ზო ლი პრობლემების დადგენა და მათი გადაჭრის გზების ძიება. შევეცადე გამერკვია, თუ რატომ დგას ეს პრობლემა ჩვენს კლასში, რა არის პრობლემის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები და გაირკვა, რომ ლექსიკური მარაგის სიმწირით გამოწვეული პრობლემების მთავარი მიზეზი - წიგნიერების დაბალი დონეა: ) მოსწავლეები ცოტა
დროს უთმობენ მხატვრული ლიტერატურის კითხვას; ) კითხულობენ მხოლოდ ნათარგმნ, ძირითადად უხარისხო ლიტერატურას და ამიტომ მწირია მათი ლექსიკა; ) მრავლადაა სიტყვათა არაადეკვატური გამოყენების შემთხვევა; ) უჭირთ დიდი
მოცულობის ტექსტის კითხვა (დიდხანს უნდებიან კითხვას), ბეზრდებათ, ხშირად ანალიზის ნაცვლად შინაარსს გადმოსცემენ, ვერ ახერხებენ დავალების მითითების მიხედვით თანმიმდევრულ მსჯელობას, თხზულების გამთლიანებასა და ტექსტის დო რგ. და ასევე სხვა სკოლის მასწავლებლებსაც. ყველა კლასში ანალოგიური პრობლემა დგას და .

თავი II


ლიტერატურის მიმოხილვა

კვლევის დაწყებამდე ამ საკითხზე არსებულ ლიტერატურასაც გავეცანი. ძალიან დამეხმარა სოფიკო ლობჟანიძის სტატია ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები’’(ინტერნეტ გაზეთი ;მასწავლებელი.გე’’ ,24.08.2012) ასევე, Youtube -ზე
დადებული ვიდეო რგოლი ,, როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევა’’, რომლის ავტორიცაა ეკა ცხადაია - https://www.youtube.com/watch?v=fwikWqiKkuE . ასევე გამომადგა ლელა ჩახაიას სტატია ,,პრაქტიკული საკლასო კვლევა’’ - http://mastsavlebeli.ge/?p=2132 თეო ჭყოიძე, როგორ ვაქციოთ ლიტერატურის კითხვა სახალისო პროფესიად http://mastsavlebeli.ge/?p=1884


Pearson–ის ცნობილი საგამომცემლო სახლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მასწავლებელთა თითქმის ¾ მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათი
აღსაზრდელები საკმარის დროს არ უთმობენ კლასგარეშე ლიტერატურის
კითხვას. გამოკითხულ მასწავლებელთა 83% აცხადებს, რომ ბიჭები უპირატესობას ანიჭებენ ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებს,ხოლო 65%–ის აზრით, მსგავსი თემატიკის ლიტერატურა გოგოებშიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. ასევე აღსანიშნავია,რომ მასწავლებლების უმრავლესობის აზრით, ბიჭების ინტერესის სფეროს მხოლოდ და მხოლოდ საშინელებათა ჟანრის წიგნების კითხვა წარმოადგენს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა არაა დაინტერესებული წიგნის კითხვით. მათ არ გააჩნიათ სურვილი მოიძიონ მსოფლიო მწერლობის შედევრები და მთელი არსებით ჩაეფლონ საინტერესო ამბების სამყაროში“, აცხადებს საბავშვო წიგნების ავტორი ფრენკ კოტრელ ბოისი.
Unesco–ს მონაცემებით, (გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული სააგენტო, რომელიც აქტიურადაა ჩაბმული განათლების დონის ამაღლებასა და ახალგაზრდებს შორის ცოდნის გაღრმავებაში) ერთ–ერთი ძირითადი ინდიკატორი, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანის წარმატება სკოლასა და სამსახურში, ეს მისი კითხვისადმი სიყვარული და ინტერესია. (წყარო:http://www.bbc.co.uk)
სასწავლო საგანმანათლებლო პროექტის ,,წიგნი სიყვარულია ავტორმა ირმა კრაველიძემ განაცხადა, რომ მისი ნაშრომის მიზანია პროექტით სწავლების განხილვა და სწავლის შედეგების დაფიქსირება/გაანალიზება, დადებითი და უარყოფითი მომენტების დაფიქსირება. აღნიშნული პროექტი - ,,წიგნი
სიყვარულია - მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, მისადმი ინტერესის გაზრდას, მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. წიგნის როლის ზრდისთვის ხელშეწყობას, სიყვარულის გაღვივებასა და განცდას, რომ წიგნი ცხოვრებას გვასწავლის. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კომუნიკაციასა და ინტეგრირებას სხვადასხვა სკოლას შორის, თანამშრომლობას სტუდენტებთან, საზოგადოებასთან და, რაც მთავარია, თაობათა დიალოგს. მოსწავლეებში იმ უნარჩვევების
ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ძალების რეალიზებისათვის, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობა და თანატოლებთან მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბება.
GESJ: Education Science and Psychology 2016 | No.1(38) ISSN 1512-1801 The 4th Teacher Conference “University and School” (Problems of Teaching and Education) The exchange of Good Practices 17 October, 2015,
Ruddel-იც მიიჩნევს, რომ წერითი უნარების გასაუმჯობესებლად საჭიროა მეტი დამხმარე ლიტერატურის კითხვა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მთავარია,
თემატურად დალაგდეს წასაკითხი მასალა. Ruddel M.R., (2001) Teaching Content Reading and Writing. New York:John Wiley and Sons. (http://www.inased.org/IJPEv1n1.pdf .2 ) PIRLS-ის ზრ , , ბავშვი სხვადასხვა ტიპის ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა, ტექსტის ძირითადი
ზრ . და , მოსწავლე წარმატებით უნდა კითხულობდეს და იაზრებდეს მხატვრულსა და კრიტიკულ


და რჩ, რდ , დგნამუშევართა დიდი ნაწილი გამოირჩევა ლექსიკური სიმწირით ან არაადეკვატური . , . ( , , PIRL.185),2011http://www.naec.ge/images/doc/SXVA/pirls_2011_2013.pdf )
რჩ, , . და , და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შერჩეული წიგნები და ჟურნალ-
გაზეთები, რომლებიც კითხვის ინტერესს გაუღვივებს მოსწავლეებს. კუტალაძე ია., წიგნიერება, PIRLS 2006 საქართველოში (http://www.naec.ge/images/doc/SXVA/wigniereba_pirls_2006_2013.pdf გვ. 186) ; ( http://www.naec.ge/images/doc/SXVA/wigniereba_pirls_2006_2013.pdf გვ. 1).
ლიტერატურის გაცნობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩამეტარებინა კვლევა, რათა გამერკვია, რას და როგორ, რა ინტენსივობით კითხულობენ ჩემი მოსწავლეები, რატომ არის მათი ლექსიკა მწირი.

III თავი

3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება
საკვლევი თემის შერჩევისა და კვლევის მიზნის განსაზღვრის შემდეგ შევარჩიე კვლევის მეთოდი: თვისობრივი და რაოდენობრივი.
თვისობრივი კვლევის მეთოდის ერთ-ერთ საშუალებად ავირჩიე
დაკვირვება(სპეციალური,ორგანიზებული აღქმა საკვლევი ობიექტისა ჩვეულებრივ პირობებში) ჩავინიშნე თემა,რომელზედაც მსურდა დაკვირვება-რას კითხულობენ ჩემი მოსწვლეები დ ა როგორი ინტენსივობით?
კვლევის სამიზნე ჯგუფი გახლდათ ის სამი კლასი, რომელთაც ვასწავლი მიმდინარე სასწავლო წელს (Vlll,lX,X). გამოკითხული იქნა 55 მოსწავლე.
მაინტერესებდა,ძირითადად რა სახის კლასგარეშე ლიტერატურას ეცნობოდნენ VIII-IX- X კლასის მოსწავლეები, რა სიხშირით გამოჰქონდათ სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნები და ..
ამ მიზნით ვესტუმრე სკოლის ბიბლიოთეკას, ვესაუბრე ბიბლიოთეკარებს-ნინო ხარაიშვილსა და ლალი ნადარაიას, შევამოწმე მოსწავლეთა ფორმულარები,რომლებმაც მომცა რამდენიმე( თუმცა ფრიად არასახარბიელო დასკვნის) გაკეთების საშუალება.
) აღმოჩნდა,რომ მოსწავლეთა ძალიან დიდ ნაწილს, თუმცა კი ფორმულარი გახსნილი აქვს, მაგრამ რამდენიმე წელია, რაც არაფერი გაუტანიათ სკოლის ბიბლიოთეკიდან.
) წაკითხული წიგნების ჩამონათვალი უმეტესწილად ერთმანეთის იდენტური იყო ერთი და იმავე კლასის მოსწავლეებში. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთი წიგნი მოგზაურობდა კლასში - მოიტანდა ერთი, წაიღებდა მეორე და ა..
)წაღებული წიგნების სია მწირი იყო და ჟანრობრივი მრავალფეროვნებაც, შესაბამისად, არ გამოირჩეოდა.
) ხშირად ადვილი გამოსაცნობი იყო, ამა თუ იმ წიგნის გატანის დროს რა მასალას


გადიოდნენ ბავშვები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ( გაჰქონდათ იმ მწერლების შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული წიგნები, რომელთა შემოქმედებასაც გადიოდნენ. მაგალითად, . ხუციშვილის, .ხორნაულის, .რაზიკაშვილის წიგნები ვაჟა-ფშაველას შესახებ, .მორჩილაძის „ქართულის რვეულები“-XIX საუკუნის მწერლობის შესახებ და ა..) ) ძნელი „დასანახი“ იყო ამ ფორმულარებში ინდივიდი,რომელსაც გარკვეული
ჟანრის,ეპოქის,მწერლის და ა.. ლიტერატურა მოსწონს და იზიდავს.

დაკვირვების შედეგებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა,თუმცა მათგან მიღებული დასკვნები მეტ-ნაკლებად შეიცვალა მოსწავლეებთან საუბრის შემდეგ,რადგან აღმოჩნდა, მათი ნაწილი ( და საკმაოდ დიდი ნაწილი) ბიბლიოთეკის წიგნებით არ სარგებლობს იმიტომ,
~რომ შინ არანაკლები ბიბლიოთეკა აქვს.
რაოდენობრივი კვლევის მეთოდიდან გამოვიყენე მასობრივი წერილობითი გამოკითხვა. მოსწავლეებმა მიიღეს თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი კითხვარი (ინდივიდუალურად)და შეავსეს იგი.
აი, კითხვარიც:

1)თქვენი პირველი წიგნი;

2)ბოლომდე წაუკითხავი წიგნი;

3)წიგნი,რომლის კითხვაშიც ღამე გაგითენებიათ

4)წიგნი, რომლის შესახებაც სხვებისთვის გითქვამთ : „წაიკითხე,ნამდვილად ღირს“.

5)წიგნი,რომელსაც ახლა კითხულობთ

6)თუ ამოგიწერიათ წიგნიდან ციტატები

7)წერა რომ შეგეძლოთ, რაზე დაწერდით წიგნს?

8)რატომ კითხულობთ?

9)თქვენი აზრით,გაუვიდათ თუ რა წიგნებს ყავლი ?

10)რომელ გმირთან გააიგივებდით თავს ?

გულწრფელობის ხარისხი რომ მეტი ყოფილიყო, მოსწავლეებს მივეცი საშუალება,რომ ანონიმურადაც ეპასუხათ კითხვებისათვის. ( რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში)

თავი IV

მონაცემთა ანალიზი
სულ 55-მა მოსწავლემ გასცა პასუხი კითხვებს. შედეგები ასეთი აღმოჩნდა: 55 მოსწავლიდან ცხრისთვის პირველი წიგნი - „ტომ სოიერის თავგადასავალია“, ექვსისთვის-„მე, ბებია,ილიკო და ილარიონი“(რაც, ცოტა არ იყოს, ეჭვს ბადებს), ოთხისთვის-„ბიძია თომას ქოხი“, სამისთვის-ზღაპრები,ხოლო შემდეგი წიგნები ჩამონათვალში ამგვარია: „დაჩის ზღაპრები“ , „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, „პეპი გრძელიწინდა“, „სამი გოჭი“ ,, „სალამურა“ , „მსოფლიოს ხალხთა  ,        ,  ლქ  ,  ფქ  და  დი    ,
 ,      ,    ,      ,      ,


„ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღი“ , „გულივერის მოგზაურობა“ (უნდა აღვნიშნო,რომ ამ კითხვაზე გაცემული პასუხებიდანგაცილებით უფრო დამაჯერებლად მივიჩნიე იმ ოთხი ბავშვის პასუხი, რომელთაც არ ახსოვდათ, რომელი წიგნი წაიკითხა პირველად, ვიდრე იმ ბავშვისა, რომელმაც პირველად წაკითხულ წიგნად „ფორთოხლის გოგონა“ დაასახელა, რადგანაც ეს უკანასკნელი ქართულად სულ ორიოდე წლის წინ გამოიცა, შესაბამისად, თუ მოსწავლემ სიმართლე თქვა, ირკვევა, რომ 12-13 წლის ასაკამდე მას წიგნი არ წაუკითხავს.)
ბოლომდე წაუკითხავი წიგნი არა აქვს ორმოცდათხუთმეტიდნ 8 ბავშვს, ბევრი აქვს სამ მოსწავლეს, ორი გულახდილად აღიარებს , რომ არც ერთი წიგნი არ წაუკითხავს ბოლომდე, დანარჩენები კი ასახელებენ ,,მადამ ბოვარს“, ,,ბეჭდების მბრძანებელს“ ,
„დედოფალ მარგოს“ , „ტრიუმფალურ თაღს“ , „ილიადას“,“ოდისეას“ , „ფორსაიტების საგას“ , „დორიან გრეის პორტრეტს“ ,“დიდი სახლის პატარა დიასახლისს“ , „მარტოობის ას წელს“ , „აივენჰოს“ , „ნათლიას“ , „უქარქაშო ხმლებს“ , „სამ მუშკეტერს“ .. ეს პასუხებიც იძლეოდა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას. კერძოდ, აშკარაა, რომ ზოგჯერ მოსწავლეთა დაუინტერესებლობას მათი ასაკისათვის შეუფერებელი წიგნები იწვევს ( VII-VIII კლასელებისთვის ნაკლებად მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდებოდა „ფორსაიტების საგაც“ , „ილიადაც“ , „ოდისეაც“ , „დორიან გრეიც“ , „დონ კიხოტიც“ , „დიდოსტატის მარჯვენაც“-( მიუხედავად ამ წიგნების უდავო მხატვრული ღირებულებებისა“),თუმცა    დამაფიქრებელია           ამ                                 ნომინაციაში                       „ტომ            სოიერის თავგადასავლისა“ და „ქურდების მბრძანებლის“ აღმოჩენაც.    „წიგნი,რომლის კითხვაშიც  ღამე                                 გაუთენებიათ“- სამწუხაროდ,55-დან             20  ბავშვი  ასეთ                                 წიგნს ვერ ასახელებს. ჩამონათვალში კი ლიდერობს „მე არ მეშინია“ ნიკოლო ამანიტისა, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი“ , რემარკის
„სამი მეგობარი“ , სტეფანე მეიერის „ბინდი“ , მაინ რიდის „უთავო მხედარი“ სასიამოვნოა
, რომ ამ ჩამონათვალში ბევრი ღირებული წიგნი მოხვდა: რიჩარდ ბახის „ თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი“ , ერიკ-ემანუელ შმიტის „სუმოისტი , რომელიც ვერ სუქდებოდა“, „ანა ფრანკის დღიური“ , ვასილ ბარნოვის „მიმქრალი შარავანდედი“ ,     451°    ,                        , რასაკვირველია,                 ბავშვებისთვის                   საყვარელი                                         „ჰარი                           პოტერი“. სხვებისთვის ნარჩევ წიგნებში 55-დან „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ დაასახელა 5- მა- „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“-3-მა- „გრძელფეხება მამილო“, „შიმშილის თამაშები“, „ჯეინ ეარი“, „ანა ფრანკის დღიური“, „ბინდი“- 2-2-მა , „ჯინსების თაობა“ კი- 45-მა




თავი V

გრაფიკები




საინტერესოა, ამ ჩამონათვალში „ცხოველების ფერმის“, „წუთისოფლის“ , „მარიტას“, „ ადამიანთა სევდის“ , „ჯეინ ეარის“ ,“უცნობი ქალის წერილის“ , „ანა კარენინას“ გვერდით აღმოჩნდა გოჩა მანველიძის“მგლებიც“ და იაშაღაშვილის „მგლის ბილიკიც“. 55 მოსწავლიდან ამჟამად ( გამოკითხვის დროისთვის ) არაფერს კითხულობს 20, „ტყეების

-4, , , , ტრიუმფალურ თაღს“-2-2 მოსწავლე. გოჩა მანველიძის „მგლები“ ამ ჩამონათვალშიც მოხვდა.
წიგნებიდან ციტატებს იწერს 29 ბავშვი , არ იწერს-20 და ზოგჯერ იწერს-5.

წერა რომ შეეძლოთ, 55 მოსწავლიდან სიყვარულზე დაწერდა წიგნს -11 , თავგადასავალზე-7, შემდეგ მოდის თემები: გამოძიება, მოგზაურობა, მეგობრობა,



დედამიწა, დღევანდელი თაობა, ცხოვრება, ადამიანი, ბუნება, საქართველო, კარგი ბიჭები და .. (თაობის მრავალფეროვანი ინტერესების შესატყვისად.)
კითხვაზე-„რატომ კითხულობთ“14 მოსწავლე პასუხობს, რომ სიამოვნებს,24-ცოდნის შესაძენად, 8-ლექსიკის გასამდიდრებლად.


ძალიან საყურადღებოდ მომეჩვენა შემდეგი პასუხები:
„გულში, სულსა და ცხოვრებაში სიცარიელის შესავსებად“.
„იმისთვის, რომ ვიპოვო ისეთი წიგნი,რომლის დამთავრება დამენანება“.
„საკუთარი თავის შესაცნობად...“
„ახალი სამყაროს გასაცნობად..“
„უკეთესად გახდომისთვის.“
მოსწავლეთა უმრავლესობა(55-დან 42) თვლის,რომ წიგნებს ყავლი არ გასვლია, 10 თვლის, რომ გაუვიდა, დანარჩენ 3- პასუხი არ აქვს.



მონაცემთა ანალიზის შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები:

თავი VI
ინტერვენციის დაგეგმვა

კვლევის თვისობრივი მეთოდებიდან კვლავ გამოვიყენეთ . . ფოკუს ჯგუფის ტექნიკა, წინასწარ შემუშავებული საკითხები ჯგუფურად განვიხილეთ. კვლევის
დამხმარე ინსტრუმენტად კი გამოვიყენეთ სადისკუსიო გეგმა, რომელიც შემუშავდა და შეირჩა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე ( მონაწილეები ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები). ფოკუს ჯგუფის ხანგრძლივობა -1 საათი. ფოკუს
ჯგ . ფოკუს ჯგუფთან ერთად შევიმუშავეთ კითხვები და დავგეგმეთ რამდენიმე აქტივობა, თუმცა განვახორციელეთ მხოლოდ რამდენიმე, დროის სიმწირის გამო. გთავაზობთ კითხვებს:კითხვების შედგენისას გამოვიყენეთ გარკვეული სტრატეგიები, რომლებიც უკეთ დაეხმარა მოსწავლეებს დავალების შესრულებაში.
კვლევის ფარგლებში ჩავატარე ვიქტორინა „როგორ გვახსოვს წაკითხული?“კლასი დაიყო ჯგუფებად, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უკეთ გაართმევდა თავს შემდეგ დავალებებს:
ვიქტორინა როგორ გახსოვთ წაკითხული?“ ვისი ნამდვილი სახელი და გვარია?
1)ტერენტი კვირკველია

2)ლუკა რაზიკაშვილი 3)შიო ქუჩუკაშვილი 4)კონდრატე თათარაშვილი 5)უილიამ სინდი პორტერი 6) სემუელ კლემენსი 7)ნიკო რაზიკაშვილი 8)ეგნატე ინგოროყვა 9)ლეონ შენგელაია 10) დიმიტრი ხოშტარია 11)გიო ახვლედიანი 12)შიო დედაბრიშვილი

ვინ არის ამ ნაწარმოების ავტორი ?


მე, რომ ფეხბურთელი ვიყო, ტომ სოიერის თავგადასავალი“, ნოეს შვილი,
„გრძელფეხება მამილო,“ „მიდი, ჰკითხე ალისას“,ანა ფრანკის დღიური“,„ადამიანთა სევდა“,„ტრაგედია უგმიროთ“,„პიტერ პენი“,„ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ ,„ჩემი ოჯახი და სხვა .„ცხოველების ფერმა“, „მე არ მეშინია“,„პატარა უფლისწული, ქართულის რვეულები“,„ჰარი პოტერი“.

რომელი ნაწარმოების გმირია ?           (დაასახელეთ ავტორი და ნაწარმოები) ჯერუშა ებოტი -


პეპი-




პინოქიო-




ოსკარი-




კაპიტანი ნემო-




ათოსი-




ტოტია-



შეაერთეთ ავტორები და მათი         ნაწარმოებები

                                           

ილია ჭავჭავაძე                                        სახელის მილოცვა

ვაჟა-ფშაველა                                                ჩემი ასავალ-დასავალი

ეკატერინე გაბაშვილი                           ხევისბერი გოჩა

გიორგი ლეონიძე                                          ბაში-აჩუკი

ალექსანდრე ყაზბეგი                               „ოთარაანთ ქვრივი“


ჭაბუა ამირეჯიბი                                    დათა თუთაშხია

ოტია იოსელიანი                                       „ალუდა ქეთელაური“

გოდერძი ჩოხელი                                      „საყმაწვილო სენი“

დათო ტურაშვილი                                       „ხუჭუჭულა“

კოტე ჯანდიერი                                         „მაგდანას ლურჯა“



ვისი სიტყვებია?

1)“მწერლის აკადემია უბედური ბავშვობაა.“

2)“ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ.“

3)ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა,აწი სხვებმა აკეთონ და აშენონო,რომ იტყვი და ხელებს დაიბან-იცოდე,იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია.“

4)ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაიარე, რაა მამული ?“

5)“ნადირი სანადიროდ გავა, ფრინველი-საკვებისთვის, ადამიანი-საბრძოლველად და სამუშაოდ. ყველანი დაბრუნდებიან: მხეცი ისევ თავის ბუნაგში შევა, ფრინველი ბუდეს მიაშურებს,ადამიანი-თავის ქოხს.“

6)“სამშობლო,ალბათ,სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ამ ქვეყნიდან ყველა კაცი სიცოცხლით გაუმაძღარი.“

7)სუსტია ჩვენში ეროვნული გრძნობა, მამულის სიყვარული.“

8)“დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა, დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა და ვეღარ შეძლებდა ბრუნვას.“

უპასუხეთ კითხვებს ამა თუ იმ ავტორის ბიოგრაფიიდან.

1.ამ პოეტს არც სიცოცხლეში სწყალობდა ბედი, არც ,,სიკვდილის’’ შემდეგ: არც ერთი ლექსი არ უხილავს დაბეჭდილი, ვერც სწავლის გაგრძელება შეძლო, ვერც სიყვარულში იპოვა ბედნიერება, არც სამსახური ჰქონდა შესაფერისი, უცხო მიწაზე მოკვდა და
საფლავიც სამჯერ გაითხარა მისთვის. ვინ არის ?
2.მას ჩვენ ფსევდონიმით ვიცნობთ.მის გარდა კიდევ ორი მწერალი გაიზარდა მის ოჯახში,კრივი ძალიან უყვარდა,მკლავიც ერჩოდა.პოეტური ნიჭით დაჯილდოებული კაცი ამ ნიჭს სრულიად არაპოეტურ საქმიანობაში ხარჯავდა, ოჯახი რომ ერჩინა,ჭრაქის შუქზე წერდა ,თავისი ნაწარმოებები ხურჯინით მიჰქონდა გამომცემლობებში.ორჯერ
დაკრძალეს სიკვდილი შემდეგ.ვინ არის?
3.მის წინაპრებს ბედის უკუღმართობის გამო სამი სახვადასხვა გვარი უტარებიათ სხვადასხვა დროს. არც საშინელი ტრაგედია დაჰკლებია მის ოჯახს-დედა და და დის


გატაცების მსურველებს შემოაკვდათ.თვითონ , არც კი ვიცით,სადაა დაკრძალული.ვინ არის ?
4.როცა გადასახლებიდან დედამისი დაბრუნდა,ცხრა წლის უნახავი შვილი ვერც იცნო, სანამ ღამით, დაწოლისას, მუცელთან ხალი არ უნახა, არც ეგონა, რომ მისი შვილი იყო. გაუცხოებულ დედას შვილი კარგა ხანს „ქალბატონოთი“ მიმართავდა. ამ მწერალმა შვილის დაღუპვის სიმწარეც გამოსცადა და სამი ინფარქტიც,მაინც ყველაზე ღიმილიან მწერლად ითვლება.ვინ არის?
5.ერთი წლისა მამით დაობლდა, რამდენიმე წლის შემდეგ დედაც გაუთხოვდა,ბებიამ და მამიდამ გაზარდეს.სამხატვრო აკადემიაში აბარებდა და ქართულ ლიტერატურაში
ჩაიჭრა. წერდა ლექსებს,ზღაპრებს,მოთხრობებს,ნოველებს,რომანებს,ხატავდა,ბუხრებს აკეთებდა სახლიც ააშენა,თავისივე სახლის ეზოში დაკრძალეს.ვინ არის ?


ვიქტორინა სახალისო აღმოჩნდა და, თუ გადაჭარბებად არ ჩავთვლით, მეტის წაკითხვის სურვილის აღმძვრელიც.
თუ , ჩნ , ერთხელ ცხადყო, რა ცოტას კითხულობს ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა, მაგრამ კვლევის მონაცემთა აღწერამ ისიც გამოააშკარავა, რომ გადაჭარბებულია იმის თქმა, თითქოს ჩვენი მოსწავლეები საერთოდ არაფერს კითხულობენ.
კვლევა დამეხმარა არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ახალი სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაში. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ შემდეგ რეკომენდაციებს:
1.აუცილებელია, მოსწავლეებს შევურჩიოთ თავიანთი ასაკის შესაფერისი ლიტერატურა, მაგრამ ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მივანიჭოთ მათ თავისუფლება - თავადვე განსაზღვრონ, რომელი ჟანრის ლიტერატურა იზიდავთ, ჰყავდეთ საყვარელი ავტორი ან პერსონაჟი, რომელიც შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს ჩვენი საყვარელი ავტორებისა და პერსონაჟებისაგან.
2.არ ავუკრძალოთ, საკუთარი შეხედულება იქონიონ ამა თუ იმ პერსონაჟსა თუ ავტორზე. მივაჩვიოთ არა მხოლოდ კითხვას, ტექსტის საფუძვლიან გაანალიზებასაც, სტრიქონებშუა ნაგულისხმევის ამოცნობასაც, რათა განუვითარდეთ პრობლემათა ხედვისა და მათი
გადაჭრის გზების განსაზღვრის უნარი.

ამ რეკომენდაციების პრაქტიკაში განსახორციელებლად ჩავატარე რამდენიმე აქტივობა:
)მოსწავლეებს კვირაში ერთხელ მოვაწყობინე კლასის წინაშე თავიანთი წაკითხული წიგნების პრეზენტაცია.
(ამ აქტივობას უკვე წარმატებით ვახორციელებთ. ესა თუ ის მოსწავლე ირჩევს წიგნს,რომელზედაც სურს, ისაუბროს, კლასს წარუდგენს 5-7 წუთიან პრეზენტაციას რატომ უნდა წაიკითხონ ეს წიგნი ? შემდეგ კი უპასუხებს მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს. დიდად საყურადღებო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ თვითონ მოსწავლეები
ინტერესდებიან, რამდენს გაუჩნდა ამ წიგნის წაკითხვის სურვილი პრეზენტაციის შემდეგ და რამდენმა წაიკითხა, ანუ რამდენად საინტერესო და ეფექტური იყო პრეზენტაცია)                                                                                   ) აღვნუსხე (მოსწავლეებთან ერთად), ვინ რა წიგნი წაიკითხა და გამოვაცხადე კონკურსი


:„ვინ წაიკითხა ყველაზე მეტი წიგნი თვის...სემესტრის...წლის განმავლობაში ?“ ( გამარჯვებულის სიმბოლური დაჯილდოებაც გარკვეული სტიმული იქნება)
ჩავატარე ლიტერატურული ვიქტორინა-კონკურსები დ) აქტიური მონაწილეობა მივაღებინე ბავშვებს წიგნის კვირეულში.


თავი VII დასკვნა
55- . , რც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა იგი.
1.მართალია, შეინიშნება ჟანრობრივი მრავალფეროვნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რა უსისტემოდ კითხულობენ ჩვენი მოსწავლეები;
2.მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებენ ადაპტირებულ (გამარტივებულ ტექსტებს), რომლებიც არ არის გადატვირთული პეიზაჟის აღწერით, მხატვრული ხერხებით:
მეტაფორებით, სიმბოლოებით.. არ იწერენ ციტატებს, გადმოსცემენ მხოლოდ შინაარსს, ვერ უკავშირებენ ავტორის მოღვაწეობის პერიოდს ნაწარმოებში აღწერილ პერიოდთთან. ვერ იაზრებენ ავტორის მთავარ სათქმელს, თუ რას ისახავდა მიზნად. ვერ ერკვევიან თემასა და იდეაში.
3. მწირია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი;

4. წაკითხულის შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ მხოლოდ ღიადაბოლოებიან კითხვებს, , ეე , სინთეზს, გააზრებას, ისინი ვერ ახერხებენ;
5. კვლევის მონაცემთა აღწერამ ისიც გამოაშკარავა, რომ გადაჭარბებულია იმის თქმა, . , დავით ტურაშვილისა და გურამ დოჩანაშვილის წიგნებისა, ერთმა დაასახელა რომანი
,,’’, ( რჩ) ცა და .

კვლევის პრეზენტაცია გაკეთდა როგორც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის შეხვედრაზე, ასევე,ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სხდომაზე.


ბიბლიოგრაფია:

1.ინასარიძე , ლობჟანიძე , რატიანი , სამსონია . მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2. ლობჟანიძე ს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევებიინტერნეტჟურნალი
მასწავლებელი 2012 წლის 3 მაისი.       http://mastsavlebeli.ge/?p=281


3. უზნაძე დ. სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. თბილისი, 2005 წელი

4.მკითხველთა კვლევა საქართველოში http://www.bookplatform.org/images/activities/17/15012013.pdf (ანგარიში მომზადებულია მაკრეტინგული კვლევების და კონსალტინგის კომპანია EXPERTO-ს მიერ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისთვის. კვლევის პერიოდი : ნოემბერი - დეკემბერი, 2012 );
5.გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2010 წიგნიერება, PIRLS 2011; http://www.naec.ge/images/doc/SXVA/pirls_2011_2013.pdf;
6. ., (2008). , PIRLS 2006



პროექტის ვადები

აქტივობები
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის
იდენტიფიცირება
ü




კვლევის გეგმის
შემუშავება

ü



კითხვარის
შედგენა


ü


კითხვარის
შეგროვება


ü


მონაცემთა
ანალიზი


ü


ინტერვენციის
დაგეგმვა



ü

ინტერვენციის
განხორციელება



ü

ინტერვენციის
შედეგები



ü

დასკვნები




ü
პრეზენტაცია




ü



რეფლექსია
კოლეგებისათვის გაზიარება: მიმდინარე წლის 10 მაისს კვლევის - წიგნიერების პრობლემა და მისი გაუმჯობესების გზები’’ ანგარიში წარვუდგინე კოლეგებს სკოლის ბაზაზე. საპრეზენტაციოდ გამოვიყენე PowerPoint-ში აწყობილი სლაიდი.                                                               ჩემ მიერ


ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემების შესწავლის, ცვლილებების განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს.
კვლევა მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი მოსწავლეებისთვის, რადგან მომავალ სასწავლო წელს ჩემთვის პრიორიტეტული იქნება ,
დამანახა ჩემი ძლიერი მხარეები, რათა მომავალში ის უფრო ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლეთა წიგნიერების განსავითარებლად, აგრეთვე დამანახა სუსტი რგოლიც ჩემს საქმიანობაში, რომლის განმტკიცებაზე მუშაობას ახალ სასწავლო წელს აუცილებლად დავგეგმავ. კვლევამ გამოავლინა ჩემი მოსწავლეების გარკვეული ინტერესები,
, და , რომელთა შესრულებაზე მუშაობა მომიწევს. სურვილი მაქვს, ბავშვებს შევაყვარო წიგნი, , აა ქტ. მსდა , რა
აზრისანი არიან მშობლები ამ საკითხზე. მიმეღო მათგან რჩევები, რეკომენდაციები, , რა . , ამ პედაგოგიურ კვლევას განსაზღვრული აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს, იგი ხელს შემიწყობს, ჩემი მოსწავლეებისთვის წიგნი და კითხვა მეტად მნიშვნელოვანი გავხადო, ბავშვის ყველაზე დიდი აღმზრდელი ხომ სწორედ წიგნია, კითხვისას მოსწავლე თანდათან საუკეთესო ზნეობრივ თვისებებს იძენს, აკვირდება პერსონაჟთა ცხოვრებას,
ირჩევს მოდელს, ბაძავს მას...

მომავალ სასწავლო წელს ვაპირებ მკითხველთა კლუბის დაარსებას,ჩემი კოლეგები და მოსწავლეთა მშობლები ფიქრობენ, რომ ეს მათი შვილებისა და მოსწავლეების კითხვითი წიგნიერების დონეს მნიშვნელოვნად განავითარებს.
ვერ ვიტყვი, რომ კვლევაზე მუშაობა ადვილი იყო, ეს საქმიანობა საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ მახარებს ის ფაქტი, რომ მან დამანახა ნათელი
რა,თუ რა დგოაა რჩე ლე, რა ქნ გამომავალში ისე, რომ ეს პრიორიტეტული იყოს სამიზნე ჯგუფისთვის, მოვიპოვო მათი მხარდაჭერა და მქონდეს წარმატების იმედი. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა დამატებითი მოტივაცია იქნება ჩემი კოლეგებისთვისაც, რათა მომავალში იმათაც ჩაატარონ მსგავსი , არ ჩალო, რო მს გა ლე ჩარე რაქტლაშეუძლებელია.
10 მაისი 2019 წელი ლეილა ხონელიძე